პრემიერი-დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს

“დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომაროების გამოცხადების საკითხიც განიხილეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ,- განაცხადა პრემიერმა.