დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში შიდა გზისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი 1243 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 956 124 ლარი შეადგინა.
პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “ენკამ” განახორციელა.
შესრულებული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მოადგილეებთან, ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად ადგილზე მოინახულა.