რუსთავის ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი განახლდა . ამის შესახებ tv4-ს რუსთავის მუზეუმის დირექტორმა ,ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა.
მისივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ,ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩატარდება.
პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერაა შემუშავებული და მისი ღირებულება 24 000 ლარია.
ციხის გამაგრება- კონსერვაციის სამუშაოებს შპს „ბანა“ ასრულებს.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას, ამისთვის ფონდმა ქართუმ” 100 000 ლარი გამოყო. ჯამში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 124 000 ლარამდეა გათვალისწინებული . ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.