ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სკრინინგს

„ფაქტობრივად ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სკრინინგს. ეს ღონისძიებები დღესაც გრძელდება-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ბელარუსის მოქალაქე მძღოლები ჰოსპიტალიზებული არიან და მათი გაწერის თაობაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც თბილისიდან დიაგნოზის პასუხი მოვა.

„ფაქტობრივად ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სკრინინგს. ეს ღონისძიებები დღესაც გრძელდება. გუშინდელი ინფორმაციიდან რამდენიმე საყურადღებო ფაქტი იყო, თუმცა გადმოყვანისა და შემდგომი კვლევების შემდეგ, ერთი ადამიანი ანგინით უკან დააბრუნეს და ადგილობრივად მიდის შესწავლა. გეტყვით, რომ ჩვენი ძალებით სულ 20 ათასამდე მოსახლე გამოვიკვლიეთ.

ბელარუსელი მძღოლები ჰოსპიტალიზებული არიან და იქ რჩებიან, თუმცა თბილისიდან დიაგნოზს ველოდებით და შემდგომ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ზოგადად, საკარანტინო რეჟიმი ჩვეულებრივად მუშაობს. ხედავთ, რომ დისტრიბუცია, პროდუქტებით მომარაგება ჩვეულ რეჟიმშია.

რაც შეეხება გარკვეულ პრობლემებს, გუშინ შეიქმნა მცირედი სირთულე „ლიბერთი ბანკის“ მუშაობასთან დაკავშირებით, პედაგოგების ხელფასთან და განაცხადების მიღებასთან მიმართებით. ცენტრალური ხელისუფლების და ბატონი სობარ სუბარის ჩართულობით ერთ საათში ეს ყველაფერი მოგვარდა. შეფერხებლად დარიცხულია თანხები და იღებენ.

გიდასტურებთ, რომ 8 სპეციალიზირებული ტექნიკაა შემოსული ბოლნისსა და მარნეულში, რომ ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს. ჩართული ვართ ამ პროცესში და ჯერჯერობთ ამ რეჟიმში ვმუშაობთ“,-აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.