რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ , რუსთავის ციხეზე, XII-XIII საუკუნის ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინა. როგორც რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა,ნაზი პაჭიკაშვილმა TV4-ს განუცხადა, ციხის სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად ,არქეოლოგიური ექსპედიცია, ციხის მიმდებარე მონაკვეთს სწავლობს,სადაც ზღუდის კონსერვაცია-რესტრავრაცია უნდა განხორციელდეს. სამუშაოების მიმდინარეობისას, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ , რამდენიმე სამეურნეო ორმო გამოავლინა,ერთ-ერთ მათგანში ექსპედიციამ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის ჭურჭელს მიაკვლია,რომელიც გამოყენებაში აღარ არის.
“მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, პარალელურად რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია, სწავლობს ციხის მიმდებარე მონაკვეთს, სადაც ზღუდის კონსერვაცია-რესტავრაცია ჩატარდება. საინტერესო უბანია არქეოლოგიური თვალსაზრისით, გამოვლენილია რამედნიმე სამეურნეო ორმო, ნაგებობების ნაშთები ,ერთ-ერთი ორმო, საინტერესო აღმოჩნდა.
ითვლება,რომ სამეურნეო ორმო ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციულია,რამდენადაც შიგნით თავსდება არაერთი ჭურჭელი ,რომელიც გამოყენებაში აღარ არის.
მეხუთე ორმოს პრეპარაცია მიმდინარეობს ,აქ არის XII-XIII საუკუნის ციხის ჭურჭლები ,არის რამდენიმე მონეტა.როგორ იკითხება უნდა მიეკუთვნებოდეს რუსუდანს, მეორე ორმოშია და მომავალში გავაკრვეთ.”-განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.