საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. მათგან 156 გამოჯანმრთელდა, 6 კი – გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5 107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი.