ბოლნისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო პროდუქტები რეგულარულად მიეწოდებათ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით,  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1 300  აღსაზრდელს  ერთი თვის მარაგი,  70 ლარის ღირებულების, არამალფუჭებადი პროდუქტები  გადაეცემათ.

მუნიციპალიტეტშიპროდუქტების დარიგება დაწყებულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასურსათო პაკეტები რამდენიმე ოჯახში მიიტანა.