სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებული პაციენტი საკუთარი გამოჯანმრთელების ისტორიას ჰყვება. პაციენტი,რომელიც საკუთარ ამბავს ჰყვება ,სასულიერი პირის დაა. როგორც ის ამბობს, მისთვის ყველაზე რთული ამ პერიოდში, ის ფაქტი იყო,რომ მის მიერ დაინფიცირებული ,მისივე თანამშრომლების რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა.
როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში იკითხება, პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში ,საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთად მკურნალობდა. კორონავირუსი ორივე მათგანმა დაამარცხა.
tv4-ი გამოჯანმრთელებული პაციენტის პოსტიდან ამონარიდს გთავაზობთ.
” ჩემი კლინიკაში გადმოსვლოს დღიდან , ყოველდღე მატულობდა მათი რაოდენობა ,ეს იყო ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი . თითოეული ადამიანი მტკიოდა …ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი ..ამ კუთხით ბევრი მუშაობა დამჭირდება ფსიქოლოგთან.
ნამდვილად არ არის მარტივი ვირუსი , ჯერ მისი ხასიათი არ ვიცით კარგად , არც ის რას დაგვიტოვებს მომავალში, ერთადერთი რაც შემიძლია მასე ვთქვა , რომ ეს არის ფსიქოლოგიური ომი , რომელშიც არ უნდა დანებდე, ძალიან რთულია კლინიკაში გაატარო 30 დღე და გკლავდეს შვილების მონატრება , დარდი კოლეგებზე .უსიმპტომოდ ვიარე სამსახურში ,სადაც ვმუშაობ ექთნად , სამი დღის მანძილზე ჩემგან გადაედო ჩემს 6 თანამშრომელს , ასევე სახლში ჩემს 2 წლის შვილს და დედამთილს .
ჩემს პატარა ბიჭთან ერთად აღმოვჩნდი ბოჭორიშვილის კლინიკაში , სადაც ძალიან გამბედავი , გულისხმიერი და მშრომელი პერსონალი ზრუნავდა ჩვენს კეთილდღეობაზე .მქონდა ორმხრივი პნევმონია , სუნთქვის უკმარისობა , ქოშინი , 37.5 ტემპერატურა, არ შემეძლო ბავშვის ხელში აყვანა , მეწყებოდა ტაქიკარდია და საშინელი ქოშინი . ეს ყველაფერი მკურნალობის ფონზე ალაგდა მეხუთე დღეს, რაც შეეხება პატარას , კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა ვირუსი . მე1-5 დღეს მოუვიდა ნეგატიური პასუხი , 24 სთ- ში გაუკეთდა მეორე PCR ტესტი , ისევ უარყოფითი . ჩემმა პატარამ დაამარცხა კოვიდი ყველანაირი მკურნალობის გარეშე
ჩემი PCR ანალიზი გაკეთებულ იქნა კლინიკაში შემოსვლიდან მე-15 დღეს , პასუხი იყო დადებითი , მიუხედავად იმისა ,რომ კლინიკურად არანაირი სიმპტომი არ მქონდა , ვირუსი ისევ აღმოჩნდა ჩემს ანალიზში , ამისთვის მზად ვიყავი და არ მინერვიულია.
4 დღის შემდეგ ანუ მე-19 დღეს ისევ გამიკეთეს PCR ტესტი და პასუხი კვლავ დადებითი მოვიდა , ეს იყო ნამდვილი იმედგაცრუება .ვცდილობ არ შევიმჩნიო , მაგრამ მეწყება ტაქიკარდია , ყელში ბურთი მეჩხირება და მთელი სხეული მიკანკალებს , მენატრება ჩემი ოჯახი , შვილები.მაგრამ ამასობაში კარგი რაც არის ხუთი ჩემი “თანაკოვიდელი “ წავიდა სახლში , მათ ეს შეძლეს.
დღე27
მომენტი ,როდესაც ბოლო ძალებს იკრებ, რომ კარგად იყო, მაგრამ თითქოს ისევ დასაწყისში დაბრუნდი , მაქვს ტაქიქარდია, ტაქიპნოე , ჰაერი არ მყოფნის , ისევ ტემპ.37.4
CT კვლევის შემდეგ , გამოირიცხა , PE , პნევმონია , სითხე პლევრაში . სისხლის ანალიზში ყველაფერი წესრიგშია .. მქონდა სტრესული მდგომარეობა , თურმე ასე მარტივი არ არის ყველაფერი , სტრესს ბევრი რამის გამოწვევა შეუძლია.
დღე30
გათენდა … დღეს მზიანი ამინდია , ვეპოტინები ამ ამინდს , დღეს აუცილებლად გამახარებს . დილის 11:00 საათიდან თავი მტკივა საშინლად , სულ საათს ვუყურებ, ხან ფილმი ჩავრთე , ხან წამოვწექი იქნებ ჩამეძინოს და მალე მოვიდეს 18:00 , არაფერი გამომდის , ემოციას ვერ ვაკონტროლებ .
19:01- ზე მოვიდა სმს , რომ მე გავიმარჯვე. მოუთმენლად ველოდები ზუკასთან და ანდრიასთან შეხვედრას .”-ჰყვება პაციენტი,რომლის პერსონალურ მონაცემებს ,tv4 შეგნებულად არ ასახელებს.
როგორც გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყვება, ამ პოსტის მიზანი, უპირველესყოვლისა, სამედიცინო პერსონალის მიმართ მადლიერების გამოხატვა და კოვიდინფიცირებული ადამიანების გამხნევებაა.
“ამ ვრცელი პოსტის მიზანი არის პირველ რიგში ჩემი მადლიერების გამოხატვა ,იმ ადამიანების მიმართ ,ვინც პირველივე დღიდან გვერდით მედგა , მადლობა კლინიკის ხელმძღვანელებს, კოლეგებს , ოჯახს , მეგობრებს , თქვენ მე გადამატანინეთ ეს მწარე დღეები მორალურად . მადლობა კლინიკა ბოჭორიშვილის მედპერსონალს , ჩემს ექიმ ინფექციონისტს , ხატია ხატიაშვილს , რომელიც გარდა თავისი პროფესიონალიზმისა არის ძალიან ყურადღებიანი და ძალიან თბილი ადამიანი , ადამიანი რომლის დანახვა მიხაროდა .
ყოველდღე მინდა გავამხნევო ,ის ადამიანები ,ვინც ინფიცირებულია კორონავირუსით , თქვენ ამას შეძლებთ , იმიტომ რომ ჩემმა 2 წლის ბიჭმა შეძლო , მე შევძელი , აუცილებლად თქვენც გამოგივათ ყველაფერი , თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ძალიან გამბედავი , ჰუმანური და მშრომელი მედპერსონალი .ვფიქრობ. რომ მე და ანდრიამ , ბევრის შიში დავამარცხეთ.
ჩვენ ვიქნებით სხვებისთვის მაგალითი , თუ როგორ არ უნდა დანებდე” – წერს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი საქართველოდან