საქართველოში კორონავირუსისგან 419 ადამიანი გამოჯანმნრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 419-ს შეადგენს. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 677 დადასტურებული შემთხვევაა. საიდანაც 419 გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარადიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.