როდის მოიხსნება სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი?!

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში გუშინ მოსახლეობის სრული კვლევა ჩატარდა. გეტში 35 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და “კოვიდ19” არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა TV4-თან საუბრისას განაცხადა, სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სავარაუდოდ, ხვალ მოიხსნება. შეგახსებთ, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტას გარდა, სოფელ მუშევანშიც მოქმედებს.

ბოლნისში “კოვიდ19”-ის ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ დადასტურდა, რომელიც სოფელ ქვემო ბოლნისს უკავშირდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა. 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.