როდის აღდგება გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა?!

 გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა  ამ დრომდე არ განახლებულა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზაში “ აცხადებენ,რომ  ამ ეტაპზე სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის აღდგენისთვის , საკრინიგზო ტრანსპორტოსთვის შემუშავებული რეგულაციების გამო მზად არ არიან.

 როგორც საქართველოს რკინიგზაში Tv4-ს განუცხადეს, გარდაბნიდან თბილისამდე საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა მაშინ  აღდგება, როცა რეგულაციების დაცვა შესაძლებელი იქნება .

„ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის გარკვეული რეგულაციები  შეიმუშავა . ამ რეგულაციას აკმაყოფილებენ ის მატარებლები, რომლებმაც მუშაობა განაახლეს.  „საქართველოს რკინიგზა“ ეტაპობრივად განახორციელებს ყველა იმ პროცედურას, რომლის მიხედვით მატარებლებში შესაძლებელი იქნება რეგულაციების შესრულება. “-განაცხადა  Tv4-თან “საქართველოს რკინიგზის”  საზოგადოებასთან ურთერითობის სამსახურმა.  

ცნობისთვის , 15 ივნისიდან რკინიგზის ხუთ მაგისტრალურ მიმართულებაზე სამგზავრო გადაყვანები განახლდა.