UPDATE: როგორც რევაზ ეგაძე TV4-თან აცხადებს, მან დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა გარდაბნის მერის მოადგილე არ ასახელებს მიზეზს , რის გამოც აღნიშნული გადაწყეტილება მიიღო.
გარდაბნის მერის მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად,რევაზ ეგაძე ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მისივე ცნობით, ის მერის მოადგილის თანამდებობიდან 2020 წლის 2 ივლისს გათავისუფლდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს რევაზ ეგაძე საქმიანობას.
ცნობისთვის,რევაზ ეგაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.