რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაცია ატომოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზეა ასახული.
საიტის მონაცემების თანახმად, ბათუმის ქუჩაზე განთავსებული სადგური 19:00 საათისთვის სრულიად გაითიშა და არცერთი პარამეტრი აღარ იზომება. დაახლოებით სამ საათზე მეტია, რაც ჰაერის ხარისხზე წვდომა შეწყდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ავტომატურ სადგურზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
“ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო ზოგიერთ სადგურზე დროებით შეჩერებულია სხვადსხვა პარამეტრების გაზომვები“,-წერია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პორტალზე.
ინფორმაციისთის, ბოლო მონაცემების თანახმად, ავტომატურმა სადგურმა მტვრის მყარი ნაწილაკებზე ასეთი კონცენტრაცია დააფიქსირა: PM 10 -79.35 მგკ/მ3, PM 2.5 – 45.10 მგკ/მ3.
ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება წვდომა ჰაერის ხარისხზე.