“რუსთავსერვის ცენტრს” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

   რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. Tv4-ის ინფორმაციით, “ა (ა)ი პ “რუსთავსერვისცენტრი“-ს ხელმძღვანელი, გიორგი გოროზია  დაკავებულ  თანამდებობაზე აღარ იქნება და მის ადგილს რევაზ გოგიძე დაიკავებს. 

რუსთავის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ Tv4-მა ინფორმაცია 25 ივლისს, ექსკლუზიურად გაავრცელა. Tv4-ის ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი ქალაქის მერიის ყველა ა (ა) იპ-ში  მიმდინარეობს. 

როგორც Tv4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს, პროცესი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო და პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია ა(ა)იპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განხორციელდა, სადაც როგორც უკვე ცნობილია, კადრების გარკვეული როტაცია მოხდა. ცნობისთვის, აღნიშნულის შესახებ Tv4-მა ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა. 

ამასთან, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესში სამსახურის გარეშე არცერთი თანამშრომელი არ დარჩება.

რეორგანიზაციას რუსთავის მერიაში სტრუქტურის დახვეწის მიზნით ხსნიან. მათვე ცნობით ,პროცესი თანამშრომლების შემცირებას არ ითვალისწინებს.