„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 12-08-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;

რუსთავის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა;

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთლდა – სულ გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 18-ს შეადგენს;

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18 კონტაქტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია;

გადაცემის მეორე ბლოკში: გარდაბნის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრს, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოში ეპიდვითარება საყურადღებოა – ქვემო ქართლის რეგიონში ვირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. შემცირდა თუ არა მიმართვიანობა რუსთავის ცხელების ცენტრში და რა რაოდენობით პაციენტებს იღებს სამედიცინო დაწესებულება?! დღეს ლუგარის ლაბორატორიაში ცხელების ცენტრის კიდევ 7 პაციენტს გამოიკვლევენ. რა ვითარებაა ცხელების ცენტრში ?! – “ღია ეთერის” კითხვებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე პასუხობს;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრს, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, კორონავირუსი დაუდასტურდა; 📢გადაცემის სტუმარი: რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 12 augustus 2020