კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოქალაქეების კომფორტული გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო.
28 სექტემბრიდან, რატევანი-რაჭისუბნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ნაცვლად 08:00 საათისა მუშაობას 07:45 საათზე დაიწყებენ და 20:30 საათზე დაასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის მგზავრობა კვლავ უფასო რჩება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდეს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას დაიცვათ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესები.