რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთის სახელი მიენიჭება

 რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას, აფხაზეთის სახელი  მიენიჭება. როგორც TV4-ს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ განუცხადა, რუსთაველების ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით,  ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას სულ მალე  აფხაზეთის ქუჩა დაერქმევა. 

“საკრებულოში შემოვიდა რუსთაველი მოქალაქეების ინიციატივა, რომ იმ ქუჩას, რომელიც იწყება ჟიული შარტავას ძეგლით და მიდის იაღლუჯისკენ ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი ინიციატივაა და სულ მალე, ამ ქუჩას ექნება აფხაზეთის ქუჩის სახელი.  “-განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ

რუსთავში, დღეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.