დევნილებისათვის განკუთვნილ 11 ბინაზე 107 განაცხადი შევიდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროგრამა, ქვემო ქართლში რეგისტრირებული დევნილი ოჯახებისათვის უკვე დასრულდა.

როგორც დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, 11 ვაკანტურ ბინაზე სულ 107 განცხადება შევიდა. ახლა სამინისტრო მიღებული განცხადებების შერჩევის ეტაპზეა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რეგისტრირებული 107 ოჯახიდან რომელი მიიღებს საცხოვრებელ ფართს.

ინფორმაციისთვის, ქვემო ქართლში სულ 4 545 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, მათი ნაწილი კი ბინებს უკვე წლებია ელოდება.