რუსთავში ბოლო ოცდაოთხ საათში კორონავირუსზე 117 პირი გამოიკვლიეს.
როგროც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა TV4-ს განუცხადა, ეპიდემიოლოგებმა ლუგარში 117 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, საიდანაც კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
ამასთან, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, გამოკვლეულ პირებს შორის მიზნობრივი ჯგუფები და თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან.
შეგახენებთ, რუსთავში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებული პირი თვითიზილაციაში იმყოფებოდა და მას კონტაქტები არ ჰყავს. პაციენტს ვირუსული ინფექცია რუსთავის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა.