რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი სასამართლოს სარჩელით მიმართავს

 რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი,  გიორგი ტყემალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და მასზე დაკისრებული 1 000 ლარიანი სანქციის გაუქმებას ითხოვს.

 გიორგი ტყემალაძესა და  კიდევ 3 აქტივისტს თბილისის ინსპექციამ 1 000 ლარიანი სანქცია, 2020 წლის ივლისის თვეში, დააკისრა, როდესაც ისინი კანცელარიის შენობაზე “გავიგუდეს” სტიკერებს აკრავდნენ. 

ამ ფორმით  სამოქალაქო აქტივისტებმა  რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტეს.