ჩვენს შესახებ
ქვემო ქართლის ტელეკომპანია დაარსდა 1998 წელს, მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი პოტენციური მაყურებელია რეგიონის მოსახლეობის 90% მეტი.
სს “ქვემო ქართლის ტელეკომპანია” ფლობს სამ სიხშირეს: რუსთავის,მარნეულის და ბოლნისის. შესაბამისად სამივე ტელევიზიის საშუალებით სს “ქვემო ქართლის ტელეკომპანია” მოიცავს მთელ რეგიონს.
ქვემო ქართლის ტელეკომპანია ასევე მაუწყებლობს ციფრულ სიხშირიზე 210 MHz
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ჯგუფი ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში აშუქებს რეგიონის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს.
საინფორმაციო-ანალიტიკური თოქ-შოუს მეშვეობით საზოგადოებას აქვს თავად მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში საზოგადოებისა და ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად.
ტელეკომპანია მუშაობს 24 საათიანი მაუწყებლობით. კომპანია მაყურებელს სთავაზობს სხვადასხვა სახისა და თემატიკის სატელევიზიო პროექტებს: საზოგადოებრივ-პოლიტიკური, გასართობი, შემეცნებითი, მხატვრულ და სარეკლამო პროდუქციას.
ქვემო ქართლის ტელეკომპანიის სატელევიზიო პროექტები: საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური, გასართობი, მუსიკალური, რელიგიური, საბავშვო თუ სხვა გათვალისწინებულია საზოგადოების სხვადასხვა მიზნობრივი სეგმენტისთვის.