გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სამეცნიერო-მხატვრული კონფერენცია გაიმართა

გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სამეცნიერო-მხატვრული კონფერენცია გაიმართა

გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში , მუზეუმების საერთაშორისო დღის და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი , მიძღვნილი სამეცნიერო-მხატვრული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმის ფოიეში მოეწყო მუზეუმების საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის დღის ამსახველი წიგნებისა და ფოტომასალების გამოფენა, გამოიფინა მუზეუმის განახლებული ექსპოზიციები და დამოუკიდებლობის ისტორიის ფოტოგამოფენები. მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.