გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემების მოწყობის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ დღეს გარდაბანში მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. მეორე ეტაპი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და დაახლოებთ 17 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდება. 
 
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, გარდაბნის ხუთი სოფლისთვის წყალმომარაგების 24 საათიანი რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით, უკვე აშენდა სათავე ნაგებობის სადგური, რეზერვუარები, დამცავი კედელი და მოეწყო რეზერვუარები, რომლის ღირებულებამაც 8 მილიონი ლარი შეადგინა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
 
საერთო ჯამში პროექტის ღირებულება 22 მილიონ ლარს აჭარბებს და ეტაპობრივად რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.