გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა კვაჭაძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში გენდერული დისბალანსის პრობლემა, სპიკერების თქმით, საქართველოში გენდერული თანასწორობის დამკვიდრება ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ქვეყანაში როგორც დემოკრატიულ, ისე ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ შეხვედრაზე , საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის კუთხით არსებულ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი დაინტერესებული პირები.ღონისძიება ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში ხორციელდება