თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა.
მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ მემორიალთან ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლაში გაიხსნა მემორიალური დაფა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ვეტერანები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.