ევროპული საქართველოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს „ წევრები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდნენ ,რომლებიც არ ემ ჯი გოლდის საქმიანობას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწავლობენ . შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხი საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნა იყო , კომიტეტის შექმნის შესახებ ევროპული მოძრაობის წევრებმა პარლამენტს უკვე მიმართეს. ამ ეტაპზე საკითხი განხილვის ეტაპზეა. როგორც საპარლამენტო უმცირესობაში განმარტავენ საგამოძიებო კომისია შეისწავლის არემჯი გოლდის საქმიანობას, კერძოდ უკანონო საქმიანობის დაწყებას, საყდრისის აფეთქებას, სალიცენზიო პირობების დარღვევასა და გარემოს დაბინძურებას . შეხვედრას საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ .