კულტურისა დასვენების პარკის მიმდებარედ ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

კულტურისა დასვენების პარკის მიმდებარედ ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავი სახელმწიფო დროშებითა და თემატური აპლიკაციებით გაფორმდა. სადღესასწაულო ბანერებით მოირთო რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადი და ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პირამიდა.

შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე, შუაგამყოფ ზოლზე არსებულ ლაითბოქსებში თემატური ფოტომასალა განთავსდა, ცენტრალურ ქუჩებსა და ხიდზე, გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდა სახელმწიფო დროშები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისის 12:00 საათიდან 26 მაისის 24:00 საათამდე, კულტურისა დასვენების პარკის მიმდებარედ, გზის ორივე მხარეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება