საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქში მზადება დაიწყო. გუშინ გვიან ღამით, 26 მაისის ბანერით მოირთო რუსთავის პირამიდა. შესაბამისი ბანერებით მოირთო მერიის ფასადიც.სამუშაოების ორგანიზებას სახელოვნებო ,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ანხორციელდება, სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრის დახმარებით განხორციელდა. უშუალო მონაწილეობას იღებდა მიმდინარე სამუშაოებში საკრებულოს წევრი ამირან ჯანჯღავა. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა მეგობრობის და შარტავას გამზირები .იგეგმება 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო სტენდის განთავსება კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში.
მერიის შენობაზე ბანერები განთავსდა
მერიის შენობაზე ბანერები განთავსდა