18 მაისიდან მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეიდან დაიწყო მუზეუმის კვირეული რუსთავის ისტორიულ მუზეუმში. საგანმანათლებლო პროგრამა „ნორჩი რესტავრატორები“ დღეს ქალაქის მუზეუმში ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა არქელოგიურ მონაპოვრებს რესტავრაცია ჩაუტარეს და შემდეგ ისინი ფურცელზე გადახატეს. დღეიდან მთელი კვირის განმავლობაში რუსთავის ისტორიული მუზეუმი ვიზიტორებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობს. 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმების საერთაშორისო დღედ დაწესდა. ეს დღე მსოფლიოშიო ღია კარის დღეებით მუზეუმის კვირეულის ფარგლებში აღინიშნება და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მათ შორის საქართველოს მუზეუმებში ეწყობა გამოფენები , საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები და არაფორმალური ლექციები. როგორც რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა ქრონიკასთან საუბარში განაცხადა, მიმდინარე კვირას რუსთავის მუზეუმი ტრადიციულად ვიზიტორებისთვის თავისუფალ მიღებას აცხადებს, წინა წლის მსგავსად გაიმართება „ღამე მუზეუმში“ ,მოეწყობა ასევე მოეწყობა საარქივო მასალებისა და დოკუმენტური ფილმების კოლაჟის ჩვენება თემაზე ,,რუსთავის უცნობი კადრები“.
ქალაქის მუზეუმში ,,ნორჩი რესტავრატორები” ჩატარდა.
ქალაქის მუზეუმში ,,ნორჩი რესტავრატორები'' ჩატარდა.