ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შეთხვევაში ივანიშვილის მიერ დაზარალებულთა კომპენსირების სახელმწიფო ფონდი შეიქმნება-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ რუსთავის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის იმ ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ბანკებისგან,მევახშეებისგან და პოლიტიკური დევნით დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციების გადახდას გულისხმობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და წარადგინონ დოკუმენტები საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის რუსთავში,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებში. დოკუმენტების წარდგენის შემდეგაც ისინი საგარანტიო სერთიფიკატსაც მიიღებენ. დაზარალებულთა კომპენსირების სახელმწიფო ფონდი,რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნება და დაზარალებულებს მოხმარდება , პირველ ეტაპზე ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარი ლარით არის განსაზღვრული.
ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივა
ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივა