რუსთავის კულტურის სახლში , პროექტის „განავითარე შენი რეგიონი“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას რუსთავის ეკონომიკური განვითარების თემაზე საკონცერტო ფორმატით, აკადემიური ბრეინშტორმინგი წარუდგინეს. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა რუსთავის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს და ქალაქში განსახორციელებელი შესაძლო ბიზნეს იდეები წარადგინეს. პროექტის მონაწილეები შეეხნენ , ქალაქში ახალგაზრდებისთვის არასაკმარისი გასართობი ობიექტების და ასევე დანაგვიანების პრობლემას. ბავშვების პრეზენტაციებში გაიჟღერა ისეთმა იდეებმა, როგორებიცაა ქალაქში აუთვისებელი ობიექტების გამოყენება და მათი დახმარებით ბიზნეს იდეების განხორციელება. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს ქალაქის მერმა მიმართა. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ახალგაზრდების ბიზნეს იდეები რეალიზებას საჭიროებს, თუმცა მანამდე მან ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. პროექტი განავითარე შენი რეგიონი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას და მოდერნიზაციას. სოციალური პროექტი „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა“ და ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ორგანიზაციებით ხორციელდება.