26 მაისს , საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღე სხვადასხვა აქტივობებით იქნება დატვირთული. ღონიძიებები დილის 9 საათზე საჯარო ლექციით გაიხსენება და 23:00 საათზე ელექტრო მუსიკის კონცერტით დასრულდება . დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პირამიდის კონტრუქციასთან განლაგდება სამხედრო მძიმე ტექნიკა მოეწყობა ყვავილებისა ფესტივალი , რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა , წიგნების კუთხე , ფოტოგამოფენა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“.
ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ ინტელექტუალური ღონისძიებები , ფლეშმობი , მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამები და ქორეოგრაფიული და მუსიკალური კონცერტები . გარდა ამისა მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ სივრცეში იმოძრავებენ 1918 წლის პერიოდის სამოსში გამოწყობილი მსახიობები,განლაგებული იქნება ფოტო სტენდები და სხვადასხვა ინვენტარი ფოტო გადაღებისთვის .