რა ღონისძიებებია დაგეგმილი რუსთავში 26 მაისს ?!

რა ღონისძიებებია დაგეგმილი რუსთავში 26 მაისს ?!

26 მაისს , საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღე სხვადასხვა აქტივობებით იქნება დატვირთული. იხილეთ სრული პროგრამა:

09:00-სამხედრო ტექნიკა პირამიდის და პარკის მიმდ. ტერიტორია
09:00-ლექცია – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ტაბაღუას შეხვედრა ახალგაზრდებთან (პირამიდა-სამხ. ტექნიკა)
13:00-ფლეშმობი (პირამიდა, სამხ. ტექნიკა)
13:30-სკეიტერების შეჯიბრი (სკეიტ პარკი)
13:30- „რუსთაველია და გავიცნოთ“ (ოთხ შადრევანთან)
13:30-ყვავილების ფესტივალი (ოთხ შადრევანთან)
13:30- რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა (ოთხ შადრევანთან)
13:30-ფოტო გამოფნა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“ (ოთხ შადრევანთან)
13:45-ფრენბურთი და კალათბურთი თამაში ნებისმიერი მსურველისთვის (სპორტული მოედნები)
14:00-ლარპი -საბრძოლო არენა ხმლებით და ფარებით. ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა არენაში. ჩატარდება ტურნირი ერთი-ერთზე და სამი-სამზე. (4 შადრევანს და ამფითეატრს შორის)
14:00-1)წიგნების კუთხე,
2)შეჯიბრი რა სად როდის?
3)ჭადრაკი (ამფითეატრის მიმდ. ტერიტორია)
14:10-ფლეშმობი (პირველი შადრევანი)
15:00-საბავშვო პროგრამა: სახის მოხატვა, მულტ. გმირები. (სათამაშო მოედნის მიმდ. ტერიტორია)
15:10- ქორეოგრაფიული კონცერტი
17:00- ფლეშმობი (პირველი შადრევანი)
17:10- 1918 წლის სივრცე, თეატრალური წარმოდგენა 1918 წლის პერსონაჟების მონაწილეობით
19:30-გალა კონცერტის გახსნა
პარკში არსებული ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია – მთელი დღის განმავლობაში- 1918 წლის პერიოდის სამოსში გამოწყობილი მსახიობები. ფოტო სტენდები და gif აპარატი.