რუსთავის მერია ახალგაზრდა ინიციატორთა პროექტებს დააფინანსებს. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ის პროექტები დაფინანსდება, რომელიც არაფორმალური განათლების, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისა და სოციალური მიმართულებით იქნება განხორციელებული. ბიუჯეტიდან თანადაფინანსება კი პროექტის საერთო ღირებულების არაუმეტეს 50 პროცენტი იქნება შესაძლებელი. დღესვე დეპუტატებმა სოციალურ პროგრამაში ცვლილებას უყარეს კენჭი. ცვლილების მიხედვით 20 ათასი ლარი ც ჰეპატიტით დაფინანსების პროგრამიდან გონებრივი შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში იქნა გადატანილი. როგორც სხდომაზე გაკეთდა განმარტებები ც ჰეპატიტის დაფინანსების პროგრამაზე მიმართვიანობამ იკლო რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გახდა აუცილებელი. ცვლილებები შევიდა რუსთავის თეატრის ბიუჯეტშიც. საკრებულოს წევრებმა ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსაც უყარეს კენჭი. 191 ათასი ლარი, რომელიც რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად ეკონომიის სახით დარჩა საბიბლიოთეკო გაერთიანებების და რელიგიური კონფესიების ხელშეწყობასა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. დღეს გახდა ცნობილი,რომ რუსთავის საკრებულოში ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით იმუშავებს.
რუსთავის მერია ახალგაზრდა ინიციატორთა პროექტებს დააფინანსებს
რუსთავის მერია ახალგაზრდა ინიციატორთა პროექტებს დააფინანსებს