რუსთავის საჯარო სკოლებში 8 000-მდე სასკოლო სახელმძღვანელო დარიგდება

რუსთავის საჯარო სკოლებში 8 000-მდე სასკოლო სახელმძღვანელო დარიგდება

რუსთავის საჯარო სკოლებში 8 000-მდე სასკოლო სახელმძღვანელო დარიგდება. სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის მეორე ეტაპი უკვე დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. რუსთავის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრში აცხადებენ, რომ წიგნები მე–7 მე–12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. რესურსცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში წიგნების დეფიციტი არ არის, სახელმძღვანელოების გადაცემის მეორე ეტაპზე სკოლების იმ წიგნებით მომარაგება ხდება, რომლის დანაკლისიც ჰქონდა სასწავლო დაწესებულებას.

რაც შეეხება პირველ კლასელებს, ისინი ახალი სასწავლო წლისთვის ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.