რუსთავმა ველომრბოლელ ნოდარ ბერიძეს უმასპინძლა. ნოდარ ბერიძემ ველოტურის „ საქართველო მშვიდობისთვის” ფარგლებში ევროპისა და ევრაზიის კონტინენტების გავლით 16 აპრილს თურქეთიდან საქართველოში შემოვიდა და ტურს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განაგრძობს. ველომრბოლელი დღეს რუსთავის თვითმართველობას შეხვდა და რუსთავის საკრებულოს წევრთან ამირან ჯანჯღავასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადავიდა .
როგორც ნოდარ ბერიძე „ ქრონიკასთან საუბრისას აღნიშნავს ველოტური 2016 წლის 22 აგვისტოს დაიწყო და 26 მაისს თბილისში დასრულდება. ასევე გეგმავს 12 აგვისტოს 2 წლიანი ევრაზიის ტური დაიწყოს.