რუსთავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი ეწვია 

რუსთავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი ეწვია 

რუსთავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი ეწვია .სტუმარი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა მიიღეს.
ძი იანჩი რუსთავის თვითმმართველობას საჩუქრად შვიდ ერთეულ ჩოგბურთის მაგიდას გადასცემს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები რუსთავის #5 საჯარო სკოლასაც ესტუმრებიან. სპორტულ დარბაზში, სადაც განთავსებული იქნება საჩუქრად მიღებული ჩოგბურთის მაგიდები, სპორტსმენებს სიტყვით მიესალმებიან რუსთავის მერი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, რის შემდეგაც გაიმართება წარმატებული რუსთაველი სპორტსმენების საჩვენებელი შეხვედრა მაგიდის ჩოგბურთში.