ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა რუსთაველი პოეტის ოთო გურგენიშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში. ოთო გურგენიშვილი მე-11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო. 21 წლის ახალგაზრდამ 2014 წლის 30 ივლისს, ლეონიძის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მომავალ ავტომანქანას მცირეწლოვანი ბავშვი აარიდა და თავად გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი . მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. სამოქალაქო თავდადებისთვის, ოთო გურგენიშვილი სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მედლით დააჯილდოვა.