რუსთავში პირველი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაიწყო

რუსთავში პირველი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაიწყო. ადგილზე  უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ძველი შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება , რის შემდეგაც უშუალოდ  რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესი დაიწყება.  54 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელის მშენებლობა მილიონ 055 ათას 512 ლარს შეადგენს.  პროექტს რუსთავის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სამება“ ახორციელებს. რაც შეეხება მშენებლობის ვადებს,  სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით  მშენებლობა ნოემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა როგორც კონტრაქტორ კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ჩაბარება სავარაუდოდ ერთი თვით ადრე მოხდება.