რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრიდან ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო მსვლელობა მოეწყო, რომელშიც რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მსვლელობის დასასრულს თეატრის წინ მდებარე სკვერში მსვლელობაში მონაწილეებმა მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებთან ერთად ყვავილები დარგეს.