რუსთავში ტრადიციული ველომსვლელობა მოეწყო. მონაწილეებმა სტარტი ქალაქის შემოსასვლელიდან აიღეს და მსვლელობა ქალაქის გავლით მერიის მოედანთან დაასრულეს.
ველომსვლელობა ,რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირას იმართება, მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს. დღეს მსვლელობაში მონაწილეობა 70-მდე პროფესიონალმა სპორტსმენმა და ველომოყვარულმა მიიღო.
როგორც რუსთავის საკრებულოს წევრმა ამირან ჯანჯღავამ ,განაცხადა მნიშვნელოვანია ,რომ წამოწყებაში ბევრი მსურველი ჩაერთოს და იზრუნონ ქალაქის ეკოლოგიაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.