საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით იშხნელის მხარდაჭერით და თანადგომით რუსთავში, უფასო სამედიცინო აქცია „იცოდე შენი წნევის ციფრები“ გაიმართა.
აქციის ფერგლებში, ორ ლოკაციაზე, მეგობრობის ქუჩაზე და ე.წ.“ სტამბულის“ ბაზრის ტერიტორიაზე განთავსდა ღია სამედიცინო პუნქტები, სადაც აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა მოქალაქეებს არტერიული წნევა გაუზომეს და უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს, ასევე აქციაში მონაწილეებს საინფორმაციო ფლაერები გადასცეს.
აქცია, რომელიც პროექტის ,,მაისი გაზომვების თვე” ფარგლებში იმართება, როგორც რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი აცხადებს, მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის, არტერიული ჰიპერტენზიის ადრეულ გამოვლენას და პრევენციას.
ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე, ყოველწლიურად მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება.