სოფელ ტანძიის მოსახლეობა უვადო შიმშილობას იწყებს

სოფელ ტანძიის მოსახლეობა უვადო შიმშილობას იწყებს

სოფელ ტანძიის მოსახლეობა ,,ქართული ოცნების” სათაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავს და უვადო შიმშილობას იწყებს.

მოსახლეობა არემჯი გოლდის საქმიანობას ,კერძოდ ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.როგორც აქციის მონაწილეებმა ,,ქრონიკას” განუცხადეს სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილეული შიმშილობას არ შეწყვიტავენ.