ხვალ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ,საატესტატო გამოცდების წინ,პრეტესტი ჩაუტარდებათ. მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან,რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.პრესტესტის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ტესტური დავალებების ნიმუშებს და გამოსაშვები გამოცდების წინ გენერალური რეპეტიცია გაიარონ. საატესტატო გამოცდების განრიგი 20 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით განისაზღვრა.
2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი შემდეგია:
20 მაისი- ქართული ენა და ლიტერატურა;ქართული როგორც მეორე ენა;გეოგრაფია
21 მაისი-უცხოური ენები(მოსწავლეებს წინასწარ აქვთ შეთანხმებული სკოლასთან,თუ რომელ ენას ირჩევს ჩასაბარებლად); ბიოლოგია
22მაისი-ისოტრია;ფიზიკა
23 მაისი-მათემატიკა;ფიზიკა
24 მაისი-ქიმია
როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ,,ქრონიკას“ განუცხადეს, რუსთავის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში მოსწავლეებს უკვე გადაცემული აქვთ საგამოცდო ბარათი,თუ რომელ დღეს და რომელ საათზე უწევთ გამოსაშვები გამოცდის ჩაბარება. შეგახსენებთ, წელს გამოცდებს აბარებენ ის მოსწავლეები, რომლებმაც მეთერთმეტე კლასში შესაბამისი საგნების ბარიერი ვერ გადალახეს.