ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს 10:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 2697 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, კართაკლია, გაჩიანი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:00 საათამდე 7781 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ბეგლიარი, კაჩაგანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:30 საათამდე 123 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ტნუსი და განთიადი, 11:00-დან 18:00 საათამდე 7299 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, სამშვილდე, ტბისი და მიმდებარე სოფლებში, 15:22-დან 15:45 საათამდე 348 აბონენტს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, კალინინოს, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.