27 000 მომხმარებელისთვის წყლის მიწოდება პრობლემა აღარ იქნება

27 000 მომხმარებელისთვის წყლის მიწოდება პრობლემა აღარ იქნება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ კოდაში სისტემის რეაბილიტაციის; ბოლნისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას დამოსახლეობასთან შეხვედრა მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დასახლებებში წყალმომარაგება ,წყალარინების კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

აღნიშნული პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება.პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 27 000 მომხმარებელი მაღალი ხარისხის, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო მარნეულსა და ბოლნისში 29 000-ზე მეტ მომხმარებელს წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.