რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში პროექტის “იზრუნე, არ იძალადო” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში პროექტის “იზრუნე, არ იძალადო” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი,რომლის ფარგლებშიც ამავე სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა სახეობის ყვავილები დარგეს და შემდეგ მათზე წყვილებში იზრუნეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების პირადი დაფინანსებით განხორციელდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და მის მიზნებზე ისაუბრეს. პროექტის მიზანი მოსწავლეების მასწავლებლებისა და მშობლების ძალადობისა და ჩაგვრის მიმართ ცნობიერების ამაღლებაა.

ღონისძიების დასასრულს პროექტში მონაწილე კლასებს მადლობის სიგელები გადაეცათ. შემაჯამებელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით, რუსთავის მე-16 სკოლა შეუერთდა საერთაშორისო სკოლების ქსელს ENO, რომელშიც 157 ქვეყნის სკოლებია გაწევრიანებული