რუსთავში ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა. პროკურატურის ახალი შენობა საქართველოს პროკურატურის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა.ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მისი მშენებლობა პროკურატურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. შენობა ოთხ სართულიანია და 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს. ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის შენობა ამ დრომდე ფიროსმანის ქუჩაზე 1949 წელს აშენებულ შენობაში იყო განთავსებული.
რუსთავში ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა
რუსთავში ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა