საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს. აზერბაიჯანიდან შემომავალ ამავე ქვეყნის მოქალაქე ა.მ-ს 5404,58 ლარის ღირებულების 71,91 გრამი არადეკლარირებული საქონელი ავტომანქანაში უპოვეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.მ-ს 4176,12 ლარის ღირებულების 35,72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ჩანთის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას აღმოუჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 5404,58 ლარისა 4176,12 ლარის ოდენობით.