,,ქუჩის ბიჭების” წევრი ზურა ხაჩიზე, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. ჟურნალისტებთან საუბარში მომღერალმა განმარტა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს მომხდართან დაკავშირებით.
“ჯერ-ჯერობით ექიმი არ გამოსულა. მიმდინარეობს ოპერაცია, როგორც იცით მდგომარეობა მძიმეა. კონფლიქტს გამოვრციხავ, გუშინ ჩვეულებრივად კონცერტი გვქონდა, არანაირად არ არის ეს ადამიანი კონფლიქტური, არ გამოირჩევა არც აგრესიით. ირაკლი ყოველთვის გაწონასწორებულია , რა მოხდა ვერ გეტყვით. ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს”-განაცხადა ზურა ხაჩიძემ